გამარჯობა,მე თოვლის ფანტელი ვარ.ფანტელი,რომელიც მხოლოდ ზამთრობით მოვდივარ მიწისკენ.მე ხანმოკლე ცხოვრება მაქვს მაგრამ მაინც ბევრი რამ მინახავს.მაგილითად,როგორ კლავენ ცხოველებს ადამიანები.ერთხელ მთაში დავეშვი და მიხაროდა,მიხაროდა,რომ ვნახავდი ცხოველებს.მე იქ დიდხანს ვიყავი.მთაში ვნახე ირემი,რომელიც დახტოდა ლაღად.ცხოვრება ისე ლამაზად და ადვილად წარმოედგინა,რომ არაფრის ეშინოდა.მიხაროდა,რადგან მისი სიხარული ჩემი სიხარუი იყო.გულის სიღრმეში ვიცოდი,რომ საშიშროება ახლოს იყო,მაგრამ ამ ფიქრებს გამოსვლის უფლებას არ ვაძლევდი.ეს ყველაფერი კი მაინც მოხდა,რადგან ბედს ვერ გადავურჩებით.მე ვნახე,როგორ მოკლეს ირემი.მე მისი ჯერ კიდევ თბილი სისხლი მდიოდა.მონადირეებმა წაათრიეს ირემი,სისხლი კი გზაზე წვეთავდა და კვალს ტოვებდა.მე კი ყოველი დაცემული წვეთი გულში ეკალივით მესობოდა და გულს მიკლავდა.ეს ყველაფერი ჯერ არ დამვიწყებია და მგონია,რომ ყოველთთვის მემახსოვრება.ამის შემდეგ ჩემი სიცოცხლე გაუფასურდა,რამდენჯერ დავეშვი ტყეში,რამდენჯერ თქვენ არ იცით,მაგრამ რათ გინდა სულ მესმოდა ის საზარელი ხმები,რომელსაც ცხოველები გამოსცემდნენ.იცით ძალიან მინდა მათ სამაგიერო გადავუხადო,მაგრამ თუ ასე მოვიქცევი მეც მათნაირი დაუნდობელი გავხდები.

Комментариев нет:
Отправить комментарий