1889 წელს რუსეთში, 14 თებერვალს ერთი ფსიქიურად დაავადებული კაცი ყიდულობს მდიდრულ სახლს ტყის პირას. ყოველ საღამოს სახლიდან ისმის გაურკვეველ ენაზე ხმამაღლა ყვირილი და საშინელი კივილი.1901 წლის 8 იანვრიდან კაცი სრულიად უჩინარდება და მის კვალს ვერავინ პოულობს.
1972 წლის 27 თებერვალს ასევე ერთი ჩვეულებრილი ქალი ყიდულობს ამ სახლს. თითქოს ყველაფერი კარგათ მიდიოდა, მაგრამ ცოტა ხნის შემდეგ ქალს ამჩნევენ უცნაურ ქცევას, საბოლოოდ კი ამავე 1972 წლის 30 ნოემბერს იგი საგიჟეთში გადაყავთ, სპეციალურად მისტვის განკუტვნილ, დაცულ პალატაში. ექიმები ქალს დიაგნოზს ვერ უსვამენ, მისი სიმპტომებია: საშინელი კრუნჩხვები, აგრესია სხვების მიმართ, გაურკვეველი ხმების გამოშვება, ლურსმების ხველება პირიდან და უცნაური ჭრილობების გაჩენა სხეულზე. მაგრამ ყველაზე გასაკვირი ის იყო რომ იგი 6 დეკემბერს უგვზაუკლოდ გაუჩინარდა. მაშინ ხალხი ძალიან გაოცდა და ვერავინ ვერ მიხვდა რაში იყო საქმე და დღესდღეობითაც ვერ ხვდებოდნენ იმ ამბამდე რაც გასულ წელს მე და ჩემს მეგობარს გიორგის შეგვემთხვა.
მეძნელება ამის გახსენება, მაგრამ მაინც მოგითხრობთ ამ საშინელ ისტორიას. გასულ წელს ზაფხულში მე და ჩემმა მეგობარმა გიორგიმ გადავწყვიტეთ ერთად წასვლა რუსეთში დასასვენებლად. ისეთი სახლის არჩევა გვინდოდა, რომ მყუდრო ადგილას ვყოფილიყავით, ტყესთან ახლოს, სუფთა ჰაერში და ასე წავაწყდით ერთ პატარა სოფელს და ლამაზ მდიდრულ სახლს რომელიც იყიდებოდა საკმაოდ იაფად. ჩვენ თავიდან გაგვიკვირდა რატო ღირდა ასე ცოტა, მაგრამ მერე მივხვდით. სხვა რა უნდა გვექნა, კარგი სახლხი იყო თან იაფად და შემდეგ ჩამოსვლაზეც გამოგვადგებოდა ნაყიდი სახლი, ამიტომ ვიყიდეთ, ხოლო მთავარიც აქედან იწყება.
პირველი სამი დღე არაფერი არ ხდებოდა. უკვე მეოთხე დღე იყო, მე კომიუტერზე ვთამაშობდი, როდესაც გიორგიმ დამიძახა:"ლუკა! მოდი აქ ბიჭო ნახე რა ვნახე" მეც მივედი და დავინახე სისხლით დაწერილი წარწერა აბაზანის კედელზე: "სიგიჟე მიგიყვანთ სიკვდილის კართან". ძალიან გაგვიკვირდა, მაგრამ ამისთვის დიდი ყურადღება არ მიგვიგცევია, უბრალოდ გავასუფთავეთ კედელი. იმავე ღამეს გამაღვიძა კარების ჭრაჭუნმა, თავიდან ვიფიქრე გიორგი იყო, გავიხედე და გიორგის ეძინა, შემდეგ ნაბიჯების ხმა შემომესმა, მივედი კარებთან და უცბად დავიანხე თითქოს ჩემს უკან ვიღაცამ გაირბინა, ძალიან შემეშინდა, გულისფანცქალით გიორგისთან მივვარდი, გავაღვიძე, ვუთხარი ყველაფერი, მაგრამ არ დამიჯერა, მეუბნებოდა: არაუშავს, დაწყნარდი რაგაც მოგეჩვენაო. დავწექი მეც და დავიძინე. დილას რომ გავიგვიძე ისევ გიორგის ხმა შემომესმა, მივედი მასთან ისევ იყო სისხლიანი წარწერა კედელზე: "უკვე გადადგით პირველი ნაბიჯი, მიყევით გზას". აი მე უკვე მივხვდი,რომ აქ რაღაც ცუდი ხდებოდა, გიორგის კი ეგონა ეს ყველაფერი ჩემი მოგონილი ოინები იყო, ამაზე კი უფრო მეტად გადავირიე. ისევ დაღამდა, დაძინების დრო მოვიდა, ორივე დავწექით ლოგინებში. მე მეშიოდა ისევ რამე არ მომხდარიყო. 2 წუთი არ იყო გასული, რომ რაღაც ხმა შემოგვესმა სამზარეულოდან, ორივე ავდექით და გავეშურეთ სამზარეულოსკენ. პირველი იქ გიორგი შევიდა. იყურება აქეთ იქით და მეკითხება:"ნეტავ რა მოხდა რისი ხმა უნდა ყოფილიყო?", "ხომ გეუბნებოდი გული მიგრძნობს აქ რაღაც ცუდი ხდება თქო" ვუპასუხე მე. უცბად სამზარეულოში შუქი ჩაქრა და კარები მოჯახუნდა, გიორგი ყვირის:"რა ჯანდაბა ხდება აქ! ლუკა! ლუკა! მიშველე!" მივვარდი კარებს და ვეჯაჯგურები, კარები არ იღება, ჩაიკეტა, ამ დროს სამზარეულოდან გიორგის ყვირილთან ერთად საშინელი, წივილის და ბოროტული სიცილის ხმა ისმის. გული გამისკდა, კარები შევამტვრიე და დავინახე რაგაც შავი მასა ტორნადოსავით როგორ უვლიდა გარს გიორგის. ხელი ჩავჭიდე მას და იმ რაღაციდან გამოვიყვანე. მას ვიღაცამ ქუსლზე ჩაავლო ხელი, არ უშვებდა და თან საზარელი ხმით წიოდა და გიჟივით იცინოდა:"თქვენ უკვე უახლოვდებით სიკვდილს!" მას ხელში ფეხი ჩავარტყე. გაგიჟებული გიორგი და მე ფანჯრიდან გადავხტით. გიორგის არაფერი მოსვლია, მაგრამ მე ფეხი ვიტკინე. გიორგიმ თავის მხარზე დაყრდნობილი წამიყვანა. შუა ღამეს სახლიდან გავიქეცით და მეზობელს ვთხოვეთ შველა. კეთილმა მეზობელმა შეგვიფარა და ღამე თავისთან გაგვათენებინა. გათენდა, საკუთარ თავებს აღარ ვგავდით. მეზობელიც დაინტერესდა ამ ყველაფრით, ჩვენც მოვუყევით. ჩვენდა საბედნიეროდ მან დაიჯერა ეს ამბავი, რადგან სმენოდა ამ სახლში მომხდარ ამბებზე. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ მამაოებისტვის და ექსტრასენსებისთვის დაგვერეკა. როცა ყველა ექსტრასენსები შიშით შევაცილეთ იმ მართლაც დაწყევლილ სახლში, მამაოები გარეთ გველოდებოდნენ. ექსტრასენსებმა ყველაფერი დაკეტეს საიდანაც მზის სინათლე შემოდიოდა, რადგან უკეთ ემუშავათ. ჯერ ისინი აპირებდნენ ამ ყველაფრის გამოკვლევას, ხოლო შემდეგ მამაოებს უნდა ეკურთხებინათ სახლი. ყველა დავსხედით მაგიდის გარშემო. მაგიდის შუაში პატარა ჯამი იდო და შიგ ნახშირი ეყარა. ერთმანეთს ხელები ჩავჭიდეთ, ექსტარსენსებმა კი სახის ბოროტ ბინადართან გამოხმაურება სცადეს. ეს ყველაფერი ნახევარი წუთი გაგრძელდა. ექსტრასენსებმა თქვეს, რომ აქ არაფერი არ ხდებოდა და წასვლა დააპირეს როცა, მოულოდნელად შუქი აციმციმდა. ყველა კარებს მივარდა, მაგრამ ის ჩაკეტილი იყო. ახლოდანრაღაც ჩურჩულის ხმა ისმოდა. უცბად მაგიდა აყირავდა, ნახშირი აქეთ-იქით გაიფანტა და დაბურულ ჰარში კაცის სული გამოჩნდა, რომელსაც თავი დაბლა ჰქონდა ჩაწეული და ირწეოდა. ისე შეგვეშინდა, რომ ეხლა ვერც კი გადმოვცემ. ვცდილობდით კარი შეგვემტვრია, მაგრამ უცბად სულმა თავი ასწია, გამოჩნდა მისი დაჩეხილი, საშინელი, მახინჯი სახე. იმ საზარელმა არსებამ პირი გააღო, ჯოჯხეთურ ხმაზე დაიყვირა და პირიდან კალიების მთელი ხროვა ამოუშვა. ის ერთ ექსტრასენსს ჩაებღაუჭა, მაგრამ მაინც მოვახერეთ მისი გადარჩენა, როგორც იქნა კარები გავაღეთ და გარეთ თავქუდმოგეჯილები, გაფითრებულები გავვარდით. ჩვენს დანახვაზე მამაოებიც გაიქცნენ. მანქანაში ჩავსხედით და როდესაც სახლს თანდათან ვშორდებოდით, შორიდან სახლის ფანჯარაში, მე და გიორგიმ კაცის სულის გამოსახულება დავინახეთ, რომელიც გვიყურებდა და ხელს გვიქნევდა.
ამ ყველაფრის შემდეგ გამომძიებლებმა გადახედეს ყველა მოვლენას, რომელიც ამ სახლში მოხდა და საიდუმლოც ამოხსნეს, ხოლო საიდუმლო 1901 წლის 8 იანვარში გაუჩინარებულ კაცს ეხება, რომლის ანდერძის პოვნაც სახლის სარდაფში ექსტრასენსებმა სახლის დათვარიელების დროს მოასწრეს. ანდერძის მიხედვით კი იმ შეშლილმა კაცმა ეშმაკს სული მიყიდა და თავი მოიკლა, იმისთვის რომ შემდგომ ის სულის სახით დარჩენილიყო სახლში. მას 1972 წლის 6 დეკემბერს გაუჩინარებული ქალის გარდა სულ ორი ადამიანი სწირდებოდა ჯერ გასაგიჟებლად, შემდეგ თავისთან წასაყვანად, ოღონდ წაყვანა უნდა მომხდარიყო, მხოლოდ 6 რიცხვში, რადგან როდესაც ის წაიყვანდა უკვე სამ გაგიჟებულ ადამიანს, თან ექვს რიცხვში შეიკვრებოდა 6_იანების მაგიური რკალი ამ სამი ადამიანისგან და მთლიანად სამყარო დაადგებოდა სიკვდილის გზას. ეს ყველაფერი ამ ადამიანმა მხოლოდ ხალხის სიძულვილის გამო გააკეთა.
ამიტომ გიყვარდეთ ერთმანეთი, გივარდეს მტერი შენი, ილოცეთ ერთმანეთისთვის და მტრებისთვის, რათა სიძულვილის გამო არავის დაემონოს უხსენებელი.
ლუკა ჩიხელიძე
ლუკა ჩიხელიძე

